საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროკავშირი 101 მოდულის კურსი

 

„ევროკავშირი 101 - მოდულური კურსი“ მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის (Jean Monnet Center of Excellence) მიერ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. მოდული მომზადდა თსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, რომელიც დამტკიცდა თსუ-ის რექტორის N 158/01-01 ბრძანების საფუძველზე.

 

კურსი „ევროკავშირი 101“ სტრუქტურირებულია 4 ბლოკად:

 

1) ადამიანის უფლებების მდგრადობა (თანასწორობა, მოწყვლადი ჯგუფების უფლებები), 2) ინფორმაციული მდგრადობა (უტყუარი ისტორიული კონტექსტი, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ინფორმაციაზე წვდომის საშუალებებია),

 

3) სოციალური უსაფრთხოება (მიგრაცია: ემიგრაცია და იმიგრაცია, მიგრაცია და სოციალური უსაფრთხოება)

 

4) გარემოსდაცვითი უსაფრთხოება (კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა).

 

კურსი მიზნად ისახავს ინტერდისციპლინურ ჭრილში, იმ აუდიტორიისთვის ცნობიერების ამაღლებას, რომელსაც არ აქვს წვდომა ევროკავშირის პოლიტიკის შემსწავლელ კურსებზე. სასწავლო მოდულები საშუალებას მისცემს მსმენელს, უკეთ გაიგონ ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური კონსტრუქციის, საფუძვლები, ასევე გაეცნონ შესაბამის პოლიტიკასა და სტანდარტებს ოთხივე ბლოკში.